“ზელენსკის ინაუგურაციიდან თითქმის 12 დღე გავიდა, ამ დროში მან: დაითხოვა პარლამენტი, ჩავიდა ფრონტის ხაზზე…”- ზურაბიშვილის და ზელენსკის შედარება

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციიდან (20 მაისიდან) თითქმის 12 დღე გავიდა, ამ დროში მან;
– დაითხოვა პარლამენტი.
– ჩავიდა ფრონტის ხაზზე.
– დეპუტატებს მოუხსნა იმუნიტეტი.
– მიიღო მოწვევა დონალდ ტრამპისგან.
– მოქალაქეობა დაუბრუნა სააკაშვილს.
– ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ.
– დანიშნა რეფერენდუმი ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკრაინის სამომავლო კურის შესახებ.
– პარტიაში “ხალხის მსახური” მოიწვია განათლებული და პროგრესული ახალგაზრდები რომელთაც მისცა შანში პარლამენტში მოხვედრისა.
– ჩინოვნიკებს აუკრძალა საჯარო დაწესებულებებსა და კაბინეტებში მისი სურათების ჩამოკიდება.
– პოროშენკოსა და ბევრი სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება.ხოლო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან გავიდა 7 თვე, რა გააკეთა მან?!
– უარი მიიღო აშშ-ში ვიზიტზე.
– უარი თქვა შვილმოკლულ მამებთან შეხვედრაზე.
– უარი თქვა მაღაროელებთან შეხვედრაზე.
– უარი თქვა საოკუპაციო ზონასთან ჩასვლაზე.
– დიპლომატიურ კორპუსს მოსთხოვა მისი სურათების ჩამოკიდება კაბინეტებში.
– ჩავიდა აზერბაიჯანში შემდგომ კი დავით-გარეჯაში, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
– ჩავიდა ევროპის ქვეყნებში და დაარწმუნა იქაური ლიდერები რომ საქ.-ო უსაფრთხო ქვეყანაა, რის გამოც დაიწყო ქართველ ემიგრანტთა შევიწროება დეპორტირება.უკრაინელებმა დაამარცხეს ოლიგარქთა მთელი კასტა, პოროშენკოს ჩათვლით, თან როგორი ანგარიშით, 75-25, ხოლო ქართველი ერი დაგვაჩმორა ერთმა ოლიგარქმა, თან როგორი ანგარიშით, 40-60.
უკრაინა არის სახელმწიფო, ჩვენ ქვე-ყანა.
слава Україні