“ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული” – რომან გოცირიძე ეკლესიას პროგრესისკენ მოუწოდებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოც. ქსელში ქვეყანაში გახშირებულ გრიპებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, იგი საზოგადოებას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებს და ყურადღება გაამახვილა ზიარების ტრადიციაზე:
” რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?!
რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!
ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე?
არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება” – წერს რომან გოცირიძე