“ზურაბიშვილმა ოკუპაციის კანონის შეჩერება გვამცნო” – საქართველო მაისში რუსეთის დელეგაციას მიიღებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ზურაბიშვილმა ოკუპაციის კანონის შეჩერება გვამცნო, თბილისსში ლავროვის დელეგაციის ჩამოსასვლელად. ეს არც პოლიტიკური სიბეცეა, არც კრეტინიზმი-ქვეყნის ინტერესებს ძირის უთხრის, მიზანმიმართულად. ჩვენი პასუხიც შესაბამისი იქნება-ჯერ, თუ ლავროვი ჩამოსვლას გაბედავს, და ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც აუცილებლად იმპიჩმენტით დაასრულებს საკუთარ კარიერას.” – წერს სალომე სამადაშვილი