“ზურა, მომავალ წელს უკვე განათებულ საქართველოში აღგენიშნოს მორიგი დაბადების დღე” – ასე ულოცავს ქართველი ემიგრანტი სოც. ქსელში საკუთარ თავს დაბადების დღეს

ქართველი ემიგრანტი ზურაბ მჭედლიშვილი წერს:
მე-17 დაბადების დღის თარიღს შევხვდი ამ დალოცვილ ქვეყანაში, რომელმაც ყველაფერი მისცა ჩემს ოჯახს,- კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, სიხარული…შვილებს ბრწყინვალე განათლება და უზრუნველყოფილი მომავალი…თუმცა, ერთადერთი, რაც დღემდე მიწამლავს გონებას,- ჩემი მონატრებული სამშობლოს უბედური ყოფაა…მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დროებითი…
აბა,, მაგრად ზურა, მომავალ წელს უკვე განათებულ-განათლებულ საქართველოში აღგენიშნოს მორიგი დაბადების დღე…საიდანღაც გამომტყვრალ ამ ორ ჯუჯასთან ერთად…
