“ზუსტად ვიცი, ოცნებობთ ისეთივე ეფექტურები იყოთ ქვეყნის მართვაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, სამწუხაროდ აუხდენელ ოცნებად დარჩება” – რუსუდან ცირეკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იქნება ისეთი ეფექტური მმართველი, როგორიც მიხეილ სააკაშვილის ხელიფულება იყო.
“საქართველოს მთავრობა
ზუსტად ვიცი, რომ ოცნებობთ ისეთივე ეფექტურები იყოთ ქვეყნის მართვაში, მითუმეტეს კრიზისების დროს, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება.
სამწუხაროდ, ეს ოცნება თქვენთვის და რაც მთავარია ჩვენთვისაც აუხდენელ ოცნებად დარჩება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კომპეტენციას ვერსაიდან მოიტანთ, ერთი შანსი მაინც გაქვთ რომ უფრო ეფექტურები გახდეთ:
ოპერატიულობა!!!
ოპერატიულობა და კიდევ ერთხელ ოპერატიულობა!
წარმოიქმნა პრობლემა?
სწრაფად, საათებში გადაწყვეტილება ( ოღონდ ტიკარაძის არა რაა).
მიიღეთ გადაწყვეტილება?
სწრაფად, წუთებში იწყებთ მოქმედებას.
ნუ ზოზინებთ, გული ნუ გააწვრილეთ, ნუ მისდევთ ეპიდემიას უკან, ისე გაგასწრებთ, ვერ დაეწევით. ” – წერს რუსუდან ცირეკიძე.