“ზუსტად ვიცოდი, ისევ ქართველები ჩამოიტანდნენ ამ ვირუსს “სვეცკაობის” გამო” – ეკო ფანგანი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის ფიქრობს რომ
ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ უასუხისმგებლოდ იქცევიან. ტელეწამყვანმა იხუმრა, რომ ისევ ქართველები ჩამოიტანდნენ ამ ვირუსს “სვეცკაობის” გამო”.
“იტალიიდან კიდევ ერთ ჩამოსულ ქართველს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ჯანმრთელი ჩინელების ცეცხლზე დაწვაც კი სურდა ბევრ ქართველს ვირუსის გამო და ამ დროს (!), როცა ამბობენ არ იმოგზაუროთ იტალიაში, ირანში და ასე შემდეგ, ნორმალურია ეს რაც ხდება?? ფრენა გააუქმეს და მარშუტკით წავიდა სქართველოს მოქალაქე ირანში. დღე და ღამე აცხადებენ, არ გაფრინდეთ იტალიაში (ვინც უკვე წასულჯ იყო, მათ არ ეხებათ ნამდვილად) და საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე (სავარაუდოდ იაფი ბილეთის გამო). მაგას რა ჰქვია? ხამობა? უპასუხგებლობა? ფეხებზე მკიდიობა? მაშინ დარჩით, თუ შეიძლება მანდ და აქ ნუღა ჩამოხვალთ ზუსტად ვიცოდი, რომ ისევ ქართველები ჩამოიტანდნენ ვირუსს საქართველოში თავიანთი “სვეცკაობის” გამო…” – წერს ეკო ფანგანი.