“თავაგდებული ივანიშვილის დასასრული პოლიტიკურ ეშაფოტზე დაგორებული თავია” – ბაჩუკი ქარდავა

“ეროვნულ დემოკრატიურლი პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, 8 მარტის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა “ოცნების” დასასრული იქნება.
“თავაგდებული ივანიშვილის დასასრული პოლიტიკურ ეშაფოტზე დაგორებული თავია…
ბევრს უჩნდება კითხვა – ივანიშვილი ბრიყვია თუ თავხედი? ვფიქრობ, პოლიტიკაში მის ქცევას, ორივე შეესაბამება. (მითუმეტეს, ეს სიტყვები სინონიმებია). კაცი, რომელიც ერთსა და იმავე თემაზე ორჯერ ცდილობს ყველას და ყველაფრის გადაგდებას, მითუფრო საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩარევით მიღწეული შეთანხმების და პირობის დაიგნორებას, ცხადია, ოროვეს ნაზავია – თავაგდებულია. ერთი, რომ ეს ყველაფერი თავში აზრად მოუვიდა და მეორე – ჰგონია, რომ შერჩება…” – წერს ბაჩუკი ქარდავა.