(ვიდეო)”ერთადერთი, რის გამოც თავზე არ ვიმხობ ყველაფერს ასეთი გოგოების და ბიჭების მიმართ თანაგრძნობაა”- ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ყოველ საღამოს მიწევს შესვლა ამ და სხვა ქსელებში. ერთადერთი, რის გამოც თავზე არ ვიმხობ ყველაფერს ასეთი გოგოების და ბიჭების მიმართ თანაგრძნობაა, რომლებიც მართლაც საშინელ დღეში არიან, ხან სალაროსთან მირბიან, ხან ასაწონად გარბიან, ხან რაღაცას ალაგებენ. მხოლოდ მათი ხათრით ვდგავარ და ველოდებიხოლმე დაუსრულებლად ჩემს რიგს. ეს ხდება პრაქტიკულად ყველა ქსელში.
შეგახსენებთ რომ: გუშინ ფეისბუკის მომხმარებელმა მარიამ გვალიამ, რომელიც პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში სახალისო ლაივ ვიდეოებით, საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა და ვიდეოში ისაუბრა თუ რა საშინელ პირობებში უწევდა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობა.