“თავისუფლება და დამოუკიდებლობა გარდაცვალებაშია” – გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
განგებამ ადამიანს ყველაფერი უბოძა.
ჭკუა, გონება, ნიჭი, ცოდნა, რწმენა, ხედვა, აზროვნება, სინდისი, ნამუსი, აღქმა, სიყვარული, სიმშვიდე, სილამაზე, ძალა, ბედნიერება, კეთილშობილება და თავისუფლება.ეს ყველაფერი ვერ შეიშნო, ვერ მიიღო და თავისი დამოუკიდებელი ,,თავისუფლებით” და ,,ცოდნით” გადაწყვიტა ცხოვრება. ადამიანმა ,,ყველაფერი იცის” ის არის ნამდვილი და ზე მართალი. ის ,,ძლიერია” და ,,ერთად ერთი”
ამპარტავნებამ წაართვა, რაც მიეცა ადამიანს და სამაგიეროდ გადეცა, შერი, ბოღმა, გაუტანლობა, კაცთმოძულეობა, აგრესია, სიძულვილი, ზიზიღი, დამახინჯებული ფიქრები და აზრები. სხვისი გაუბედურება, ცილისწამება და თავისუფლება.
ჰო და, ეს ,,თავისუფალი” ადამიანები თავად ჭედენ თავიანთ ბედს. საკუთარი არჩევანით განაგებენ თავიანთ მომავალს. თავად იმკიან რაც დათესეს.
ამ ყველაფრისგან მივიღეთ, ის, რომ ყველა ადამიანი ღვთისნიერია და ყველას თავისი სიმართლე აქვს.
ყველა გარდავიცვლებით, რაში ვხარჯავთ დროს?
იმის გარჩევაში, ვინ უფრო ჭკვიანია და ვინ უფრო მართალი.თავისუფლება და დამოუკიდებლობა გარდაცვალებაშია.
გიორგი ჯაჯანიძე