“თავისუფლება “იმედს”! თავისუფლება ირაკლი კობახიძეს! და მათთან ერთად ყველა პოლიტ და მედია პატიმარს!” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავქეყნებს.
ხუხაშვილი სოლიდარობას უცხადებს ივანიშვილის ტყვეობაში მყოფ იმედის ტელევიზიას და ოცნების წევრებს.
“ვნახე იმედის განცხადება. ვუცხადებ სოლიდარობას და მათთან ერთად მოვითხოვ, რომ სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალი იყოს ცენზურისგან. მოვითხოვ, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ თავისუფლები, რომელიც ჩემი ხელით მივართვი 2012 წელს მიუხედავად წინააღმდეგობისა ჩემი პარტნიორების მხრიდან. ისინი დღესაც ხელისუფლებაში არიან.
სოლიდარობას ვუცხადებ გარედან, რადგან შიგნიდან ეს ვერ ხერხდება მათი ჰიპერ-თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის გამო…
თავისუფლება იმედს! თავისუფლება ირაკლი კობახიძეს! და მათთან ერთად ყველა პოლიტ და მედია პატიმარს!” – წერს გია ხუხაშვილი.