“მამა, მე მეამაყება შენი გაშავებული ხელები!”-თათია სამხარაძის ემოციური პოსტი მამაზე

მსახიობი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მამას ეს საერთოდ არ უკვირს, მუშის ბედი ვის აინტერესებსო… ამას წინათ წუხდა, რომ ხელები თანდათან უშავდება და ამ სიშავეს ვერ იცილებს. ვინმემ ხელებზე რომ დამხედოს, მაშინვე მიხვდება, რომ მუშა ვარო. ვუთხარი, არაფერი სათაკილო ამაში არაა, პატიოსნად შრომობ-მეთქი. მართალი ხარო, ღიმილით მითხრა. ახლა კი საქვეყნოდ მინდა ვუთხრა მას: მამა, მე მეამაყება შენი გაშავებული ხელები!
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ბედნიერებას
