“თან ვითომ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვდა უკრაინისგან და თან ჩუმად მესიჯებს უგზავნიდა, არ გადმოგვცეთო, ჰოდა, მიღოო მისაღები” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქართული ოცნება ორმაგ თამაშს თამაშობდა და ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვდა. მათ რეალურად არ უნდოდათ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. ამ ორმაგი თამაშის შედეგი კი დღევანდელი სიტუაციაა.
“ზოგადად ბიძინა ღირსია იმის რაც ემართება. ორმაგი თამაში არასდროს მთავრდება კარგად. თან ვითომ სააკაშვილის გადმოცემას რომ ითხოვდა უკრაინისგან და თან ჩუმად მესიჯებს უგზავნიდა, არ გადმოგვცეთ გეხვეწებითო. ჰოდა, მიღოო მისაღები – დააკუკა თავზე ზელენსკიმ.ერთი თავის დროზე უგულავას ციხიდან გამოშვება და კეზერეაშვილთან გარიგება იყო კიდევ ბიძინას ბრძნული გადაწყვეტილება. ან კიდევ უგულავას ციხეში თავიდან შებრუნება გამოდგა მისი გენიალობის მწვერვალი, მთელმა მსოფლიომ რომ თვალნათლივ დაინახა, როგორ იყნებს სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის და ახლა აღარ იცის რა ქნას – ისევ გამოუშვას და საკუთარი მომხრეები გაანაწყენოს, თუ დასავლეთის წინააღმდეგ წავიდეს. და ზოგადად მთელი ეს პროცესები კარგად უჩვენებს, როგორ უყურებს ბიძინა ქვეყანას – მას, ისევე როგორც თავის დროზე მიშას, სასამართლო, რომელიც ქვეყნის სახალით იღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი დუქანი გონია – ვისაც უნდა დააჭერინებს, მერე გამოააშვებინებს, მერე ისევ დააჭერინებს. ჰოდა, რა ჩიტიც მიშამ დაიჭირა ასეთი თამაშით თავის დროზე, იგივეს დაიჭერს ბიძინაც.” – წერს მერაბ მეტრეველი.