“თბილისში მშენებლობის მუშები ისვენებენ… ” – ჯვარცმა და შარავანდედი თავზე

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“”მშენებლობის მუშები ისვენებენ”
ასეთი სიმბოლური და სევდიანი კომპოზიცია ცოტა თუ მინახავს. თან ცხადია რომ სპონტანური ფოტოა და ამით ასმაგად გენიალური.
მუშა, ჯვარი, შარავანდედი, რკინის ბადე, ყრუ კედელი, უმისამართოდ აბურდული მავთული და სადღაც კუთხიდან შემოსული მზის სხივი 😔❤
თანამედროვე საქართველო, დედაქალაქი, 2019 წელი.
ფოტოს ავტორი : გიორგი გოგიბერიძე