“თელ-ავივში განგაშის სირენები ჩაირთო ღაზას სექტორიდან გაუშვეს ორი რაკეტა… ჩამოვარდა”-ზურა ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
რამდენიმე წუთის წინ ისრაელის ქ. თელ-ავივში განგაშის სირენები ჩაირთო მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორიდან ამ ქალაქის მიმართულებუით გაუშვეს ორი რაკეტა.
ამათგან ერთი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გადაიჭირა, მეორე კი თელ-ავივში ჩამოვარდა.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ვფიქრობ, ისრაელი ამ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. ველით მის პასუხს ღაზას სექტორის მიმართულებით.