(ვიდეო)თვალები ტკივილით და ცრემლითაა სავსე – ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგონას ნიშნობის ამსახველი ემოციური ვიდეო
სოციალურ ქსელში, ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ნიშნობის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.
ცნობისთვის, მელანო ფუტკარაძე ბათუმში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
გოგონას გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მელანოს დედის, ნარგიზ ქათამაძის თქმით,მისი შვილი მუცლის ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექოსკოპია გადაუღეს.დედა აცხადებს, რომ ექიმები ვერ მიხვდნენ ტკივილის მიზეზს, სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. რის შემდეგაც გოგონას მდგომარეობა გაუარესდა.
პაციენტი მოგვიანებით მწვავე ტკივილებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბრმანაწლავი იყო გახეთქილი, რამაც სეფსისი განავითარა და შეუძლებელი იყო გადარჩენა.