“თითო ტაქსისტს ოჯახის ორი წევრი მაინც რომ გამოეყვანა აქციაზე ნებისმიერ მთავრობას უკან წააღებინებდა სულელურ ინიციატივებს” – ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრი ლევან ნატროშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დაორგანიზება და საკუთარი ინტერესების კოლექტიურად დაცვა რომ არ ვიცით, ეგ არის დიდი პრობლემა. მინიმუმ 23 ათასმა ადამიანმა გაიარა თბილისში ტაქსის რეგისტრაცია. თითო ტაქსისტს ოჯახის ორი წევრი მაინც რომ გამოეყვანა, 50-60 ათასი ადამიანი მარტივად შეიკრიბებოდა რუსთაველზე და ნებისმიერ მთავრობას უკან წააღებინებდა სულელურ ინიციატივებს.
პოლიტიკური პარტიებიც რომ ვერ იყენებენ ამხელა საპროტესტო მუხტს და ვერ მიუძღვებიან ხალხს, ეგ კიდევ მეორე უბედურებაა.