თიკა ფაცაციამ და გვანცა დარასელმა ახალი სეზონი „რუსთავი-2“-დან წასული კოლეგების მოკითხვით დაიწყეს

„რუსთავი 2″-ის ეთერს „სხვა შუადღე” დაუბრუნდა. გადაცემას სხვა თანაწამაყვანებთან ერთად კვლავ თიკა ფაცაცია და გვანცა დარასელია წაიყვანს.
„მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო „სხვა შუადღის” ახალი სეზონი იწყება. ეს სეზონი არის მე-18. ეს ნიშნავს იმას, რომ 8 წელი და 148 დღე ვართ თქვენთან ერთად. არხის 25-წლიანი ისტორია გრძელდება და გრძელდება თქვენი საყვარელი „სხვა შუა დღეც”, რომლის 3057-ე გადაცემაა დღეს.
ჩვენი სხეულის ნაწილია და მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით ჩვენი ნინო, ბაიკო, მარინა, ლიკა, სალომე ჩვენი პროდიუსერი ნენე, მოკლედ ყველა ვინც წავიდა ჩვენგან. დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ყველას სიყვარულს გიგზავნით და მინდა ყველას ყველაფერი კარგად გვქონდეს”, – საუბრობენ „სხვა შუა დღის” წამყვანები.
თიკამ და გვანცამ აგრეთვე დაასახელეს მათი თანაწამყვანები: ისტორიკოსი თომა ჩაგელიშვილი, „თეთრი ხმაურის” აქტივისტი ქეთა გაბუნია, ექიმი თეა ადამია, ექსტრემალი ნიკა ლებანიძე, მომღერალი ქრისტინე იმედაძე, კულინარი მერიკო გუბელაძე, ახალი და მუდმივი წამყვანი, დიპლომატი სოფიკო ნარჩემაშვილი.
წყარო: პრაიმტაიმი