“თუთიყუშებივით რომ იმეორებენ “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ”, აბა ეს ისე, უბრალოდ ხდება?” – რუსუდან ცირეკიძე მთავრობაზე

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ხელისფულებას მანიპულაციაში ადანაშაულებს, ხოლო მისი თქმით მოსახლეობაში კრიტიკული აზროვნების დეფიციტია.
“თქვენ გგონიათ ესენი თუთიყუშებივით რომ იმეორებენ ყოველ მესამე წინადადებად:
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ”
ეს ისე, უბრალოდ ხდება?
ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ამას ტრუიზმი ჰქვია..
კარგი მრჩეველი ჰყავთ, და მოსახლეობა- სრულიად ინფანტილური და ღია ნებისმიერი მანიპულაციისთვის. დიდი ნაწილი-
კრიტიკული აზროვნების ნიშანწყალის გარეშე” – წერს რუსუდან ცირეკიძე.