“თურმე მეტროც , ავტობუსებიც და სამარშრუტო ტაქსებიც 11 საათამდე მუშაობენ! კალაძე ,შენ ხომ არ გაჟრიალებს შვილო!!!” – რუსუდან ცირეკიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში წერს:
ჩემი შვილები – ბაჩი და ნინუცა იყვნენ ჩემთან.
მენატრება მათთან საუბარი და დიდხანს ვერ გავუშვი.
გუშინ და გუშინწინაც გვიანობამდე ( 12 საათამდე) შემორჩნენ. გუშინ უფროსმა წაიყვანა და გუშინწინ ტაქსი გამოიძახეს და 12 ლარი გადაიხადეს ვაჟა – ფშაველას დასაწყისიდან ( მეტრო “სამედიცინო”) მეტრო “ნაძალადევამდე” !!!
დღეს, 11 ის ნახევარზე აწრიალდნენ. კი მაგრამ რატომ ჩქარობთ, მეტრო აღარ იქნება ისეთი დატვირთული და მეტროთი წადით, ორი ნაბიჯია აქედანაც და თქვენს სახლამდეც -თქო და მაშინ გავიგე, რომ თურმე მეტროც , ავტობუსებიც და სამარშრუტო ტაქსებიც 11 საათამდე მუშაობენ!
კალაძე ,შენ ხომ არ გაჟრიალებს შვილო!!!
ამ ქალაქში უმრავლესობა მუშაობს ან სწავლობს.
ზოგი გვიან ამთავრებს სამსახურს, ზოგს საღამოს აქვს ლექციები, ზოგს რეპეტიცია აქვს და ა.შ.
სამსახურის შემდეგ ზოგს ოჯახის წევრების მონახულება უნდა, ზოგს უბრალოდ მძიმე კვირის შემდეგ გართობა.
11 საათზე რომ მოუწყვე ახალგაზრდებს იძულებით ძილისპირული ეს ნორმალურია?
ფეხით მიდიან თურმე სახლებში!!!!
მეტროსა და ავტობუსებში ხომ კოშმარია და ესეც სანატრელი გაუხადე?
ტაქსის 5 ლარს როგორღაც იხდიდნენ და ახლა 12 ლარი უნდა გადაახდევინო სტუდენტებს?
რას აკეთებთ, თქვე სადისტებო და არანორმალურებო მართლა! 😡😡😡😡
ვერ ვუყიდი მანქანას, არ მაქვს საშუალება და მეშინია კიდევაც ამ საგიჟეთში, რაც ამ ქალაქს მოუწყვეთ, თქვე მავნებლებო!