“თუ ადამიანს გაწირავ და გაანადგურებ, იდექი და ამტკიცე შენი უსახური ,,ჭეშმარიტება”… ღალატი იმას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში პატარა კაცობას ვერ მოერია” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თუ ერთგულება არ შეგიძლია, ყველა შენი ბრძოლა დამარცხებულია. ვის რაში სჭირდება ცარიელი მორალი და შენიღბული ვითომ სიმართლის მტკიცება. ღმერთი ამბობს, ერთი ადამიანის სული უფრო მეტია ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული. ჰოდა, თუ ადამიანს გაწირავ და გაანადგურებ, იდექი და ამტკიცე შენი უსახური ,,ჭეშმარიტება”… ღალატი, გაცემა იმას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში პატარა კაცობას ვერ მოერია, ვისაც სახელის მოხვეჭა მოუნდა და ჰეროსტრატეს სინდრომს ჩაებღაუჭა… ყველაზე მძიმე ხვედრი ორპირების ხვედრია. ასეთები ადამიანურ სახეს კარგავენ და მტაცებელ მხეცებს ემსგავსებიან… ილოცე და იმარხულე რამდენიც გინდა, თუ მოღალატე, იუდას ბუნებას შენ თავში ვერ მოერევი!..