“თუ ალბანური იყო გარეჯის კომპლექსი მაშინ ერთ კედელზე მაინც ერთი ალბანური ასო, ან წარწერა არ უნდა შემორჩენილიყო?….მტაცებლურ ინსტიქტებს აყოლილი აზერბაიჯანი”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მტაცებლურ ინსტიქტებს აყოლილი აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს გაასაღოს დავით-გარეჯა, როგორც “ალბანური” კულტურის ნაწილი – და ეს რომ არ შეესაბამება სიმართლეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მე მინდა რამოდენიმე პუნქტი აღვნიშნო:
1) თუ ალბანური იყო გარეჯის კომპლექსი (რომელიც გაფანტულია 25-27 კმ-ზე), მაშინ ამ ტერიტორიის უამრავ ეკლესია-მონასტრის ერთ კედელზე მაინც ერთი ალბანური (სამშენებლო ეპიგრაფიკული, ან ფრესკული პროგრამული, ან მომლოცველობითი გფაიტი/ამონაკაწრი) ასო, ან წარწერა არ უნდა შემორჩენილიყო? ცნობისათვის გარეჯის საბერეების კომპლექსში შემორჩენილია მე-10 საუკუნის სომხური ფრესკული წარწერები, ნიშანი იმისა, რომ იქ მართლმადიდებელი სომხებიც მოღვაწეობდნენ;
2) არ დაგვავიწყდეს, რომ ალბანეთის ეკლესიას თავისი ანბანი ჰქონდა და მხოლოდ ამ ანბანს იყენებდა თავის ეკლესიებისთვის;
3) ალბანეთის ეკლესიის სალიტურგიო ენა იყო ალბანური და თუ გარეჯა ალბანეთის ეკლესიის შემადგენლობაში იყო, მაშინ რატო არ დარჩენილა არც ერთი ასო, ან წარწერა მათ ენაზე?
4) ალბანეთის უმთავრესი ისტორიკოსი იყო მოვსეს კალანკატვაცი (10 ს.), რომელიც აღწერს ალბანეთის ეკლესიის და ერის ისტორიას, და საერთოდ არაფერს არ წერს გარეჯის თემაზე, ერთ სიტყვასაც არც ახსენებს, ანუ შეუძლებელია რომ ამხელა კომპლექსი ყოფილიყო ალბანეთის ეკლესიის იურისდიქციაში და არაფერი ეთქვათ ალბანელებს. გასაგებია რატომაც დუმან, იმიტომ რომ გარეჯი არ იყო არასოდეს ალბანეთის ეკლესიის ნაწილი,
5) თუნდაც ყოფილიყო საქართველოს ეს ნაწილი ალბანეთის ტერიტორიაზე 7-10 სს-ში, უნდა ეთქვა ამაზე არა მხოლოდ მოვსესს, არამედ კირაკოს განძაკეცს (13 ს.), რომელიც ახლოს იყო ალბანურ წრეებთან, მაგრამ დუმილია ყველგან.
6) გარეჯი რომ ყოველთვის იყო საქართველოს და ქართული კულტურის არეალში, ამას ადასტურებს უამრავი ქართველი წმინდანის ცხოვრება და მარტვილობა მე-6 საუკუნიდან დაწყებული და მე-19 საუკუნით დამთავრებული, ერთი “ალბანელი” მოწამის, ან ღირსი მამის ცხოვრება გვაჩვენონ, რომელიც იქ მოღვაწეობადა? არ არსებობს!!!ანუ რა გამოდის? გამოდის ის, რომ: არც საერო, არც საეკლესიო ისტორია, არც ეპიგრაფიკა, არც აგიოგრაფია, არც ოფიციალური “ალბანური” ისტორია (მოვსესი) არანაირად არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ გარეჯა ჩავთვალოთ “ალბანური” კულტურის ძეგლად. დედამიაწაზე არ არსებობს ერთი იოტისოდენი მტკიცებაც კი გარეჯის ალბანურობაზე, მიუხედავად ამისა, აზერებს ჰყოფნით თავხედობა, რომ პრეტენზიები წამოგვიყენონ, ამაზეა ზედმოჭრილია ქართული გამოთქმა: “აზამბარელი თათარი გოჭის თავს მეცილებოდაო”!!!