“თუ რამე არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების, შეურაცხყოფა, ეს საქართველოს პრეზიდენტის დევნილობაა!” – ნიკა მაჭუტაძე სააკაშვილზე

პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის” თავჯდომარე ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მაჭუტაძის თქმით, საქართველოს შეურაცხყოფა არა მისი უკრაინაში ვიცე-პრემიერად დანიშვნა, არამედ მისი დევნაა.
“ქართული სახელმწიფოს უპატივცემულობასა და შეურაცხყოფაზე ლაპარაკობენ – უსტარიდან უსტარში, გამცხადებიდან განცხადებაში, კომენტარიდან კომენტარში. თუ რამე არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების, რეპუტაციისა და ინტერესების შეურაცხყოფა, ფეხქვეშ გათელვა, უგულებელყოფა, საქართველოს პრეზიდენტის დევნილობაა! დევნილი პრეზიდენტი – ეს არის სახელმწიფოებრიობის უმთავრეს და უძირითადეს პრიცნიპთა ხელყოფა უპირველესად! გვახსოვს, როგორი აღტაცებით შეხვდა კრემლის ტელევიზიები, კრემლის საიტები, კრემლის გაზეთები, კრემლის მესვეურნი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. კრემლის დაკვეთით სახელმწიფოს მეთაურთა დევნაა ქართული სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა! ” – წერს ნიკა მაჭუტაძე.