“თუ ჭკუით და მონდომებით მუშაობ ჭინჭარიც კი ფულს სწერს…” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს ავქეყნებს.
პოლიტიკოსი ევკალიფტის და ჭინჭრის საწარმოში იმყოფბოდა.
“ქობულეთში მშვენიერ საწარმოში აღმოვჩნდი. ევკალიპტის, ჭინჭრის და ბევრი სხვა ბალახეულის დამზადება ხდება და ექსპორტზე გატანა. გოჩა ჯალაღანია, მეპატრონე, არ უშინდება კრიზისს, რადგან დიდად არ სჯერა მთავრობის დახმარების, დასაქმებული ყავს მთელს საქართველოში 500 ადამიანი. ასეა ეს, თუ ჭკუით და მონდომებით მუშაობ ჭინჭარიც კი ფულს სწერს. დამატებით საშრობები და დანადგარები სჭირდება, მეტს ვეღარ ვწვდებიო, მაგრამ არ წუწუნებს. ჩვენი გეგმა – გადასახადების შემცირება მას დიდ შვებას მისცემს. წარმატება მას” – წერს გიგი უგულავა.


