“თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დავიღალე მანიკურ-პედიკურის ჩემით კეთებით… თუ უნდა მოვკვდე მინდა, მოვკვდე სიცოცხლით!” – იუნა შაფათავა

მსახიობი იუნა შაფთავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ცხოვრების ყოველი წუთი გარდაცვალებისკენ წამზომია, ჩვენ კი ”ღმერთები” მოთმინებას გვთხოვენ.
“თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დვიღალე მანიკურ-პედიკურის ჩემით კეთებით. კითხვით სწავლით ჭამით კინოს ყურებით, პარკში სირბილით კუნთები დამასკდა…არ არსებობს რასაც არ ვაკეთებდე თვითგანვითარებისთვის, მაგრამ….ვერ აწვდენ ხმას ამ ცირკის ღმერთებს, ჩვენი ღმერთები კი მოთმინებას გვთხოვენ…რომ ვიცოდე ი დ ე ა ამ მოთმინების ფასი, ცხოვრების, რომლის ყოველი წუთი გარდაცვაებისკენ წამზომია და გვაკავებენ იმისგან, რომ ვიცხოვროთ…თუ უნდა მოვკვდე მინდა მოვკვდე სიცოცხლით! ” – წერს იუნა შაფათავა.