“ივანიშვილის თავხედობამ ყველა ზღვარი გადალახა… აშკარად გამოიკვეთა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქვეყნისთვის სახიფათოა” – ბაჩუკი ქარდავა

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ივანიშვილის თავხედობამ და ცინიზმმა ყველა ზღვარი გადალახა, მაგრამ ბოლო თვეებში აშკარად გამოიკვეთა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქვეყნისთვის სახიფათოა. რეპრესიული ზაფხულის ფონზე, ივანიშვილისგან მთავარ მტრად გამოცხადებული ოპოზიციური მედიასაშუალების საჩოთირო მიტაცება ჯერ მას არ შერჩენია და აშკარაა,Nika Gvaramia -სთვის ბრალის წაყენება, მოუნელებელი ნაბიჯია. უკიდურეს ამპარტავნებაში მყოფი ვერ ეგუება მარცხს და თავისი თავის დასამშვიდებლად იქმნის მოჩვენებით ეფექტებს, მისთვის ყველა პრობლემის სათავე სხვაა, მტრად მიიჩნევს ყველას და ყველაფერს… ეს მარცხის მდგომარეობაა და როგორც ჩანს, ამის ვერაღიარების ამპარტავნება, მდგომარეობას ივანიშვილისთვის კიდევ უფრო ფატალურს გახდის!