“ივანიშვილის იდეაა პატარა სოფელი, კლანური სახელმწიფო, საიდანაც ხალხი გარბის” – ნუგზარ წიკლაური

ნაიონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ივანიშვილის იდეაა პატარა სოფელი, კლანური სახელმწიფო, საიდანაც ხალხი გარბის. ჩვენი ნაციონალური იდეაა მდიდარი და ძლიერი ქვეყანა, სადაც ყველას სურს ცხოვრება.
კვლევის მიხედვით გვაქვს კარგი სასტარტო პოზიცია როგორც ჩვენ, ისე მთლიანად დემოკრატიულ ოპოზიციას.
ახლა მთავარია შევინარჩუნოთ პოლიტიკური, მორალური და იდეოლოგიური სიცხადე – არა რუსეთს, თავისუფლება, ჩვენს მიწაზე ცხოვრების უფლება, სახელმწიფოს შენება და ევროპული განვითარება.
თავი არ უნდა მოვიტყუოთ: ბრძოლა იქნება მძიმე, მაგრამ ასე ახლოს არც არასდროს ვყოფილვართ გამარჯვებასთან. თითოეული ჩენგანის შრომა გადაწყვეტს არჩევნების ბედს” – წერს ნუგზარ წიკლაური.
