“ივანიშვილის სუსი ბევრად უფრო დიდი მაშტაბებით უთვალთვალებს, უსმენს ყველას, ვიდრე წინა ხელისუფლება” – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბოლო ბოლო როდის უნდა ვთქვათ ღიად, გარკვევით და პირდაპირ, რომ ივანიშვილის სუსი ბევრად უფრო დიდი მაშტაბებით, ბევრად უფრო გაუმჯობესებული და ძვირადღირებული ტექნოლოგიებით, იმაზე ბევრად მეტს იღებს, იწერს, უთვალთვალებს, უსმენს ყველას, ვიდრე წინა ხელისუფლება? თუ კიდევ დიდხანს უნდა ვიძახოთ რომ სააკაშვილის დროს გადაღებულებით აშანტაჟებენ დღემდე ყველას?