“ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს რუსულ ორბიტაზე მიაქანებს, ალბათ უფრო მისი მოთხოვნაც იყო, რომ რუსეთის ინტერესების გასატარებლად გასულიყო ეს ფილმი” – ქარდავა “იმედის” სკანდალური ფილმზე

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2008 წლის ომთან დაკავშირებით გასულ ფილმს ოპოზიცია რუსული ინტერსების გატარებად აფასებს. ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ რომ „იმედმა“ რუსული ინტერესების გამტარებელი ფილმი საქარათველოს ხელისუფლების დაკვეთით მოამზადა.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოს რუსულ ორბიტაზე მიაქანებს, ის რისთვისაც 2012 წელს პუტინმა ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლების სათავეში, ეს რუსული სპეცოპერაცია იყო, ამ ბოლო ეტაპზე მისი აქტიური პროცესი დაიწყო, რომ კრემლის გავლენის სფეროდ იქცეს კავკასია და საქართველო. ეს ახალი არაა, ალბათ არავის მივაყენებ შეურაცხყოფას ამით, რომ იმედი თავიდან ბოლომდე 100% ხელისუფლებისგან მართული ტელეკომპანიაა და ივანიშვილის გავლენა არის დიდი, თუ არა 100%-იანი. მის გარეშე, შემთხვევით ეს ფილმი იქ არ მოხვდებოდა, არათუ ინფორმირებული იყო, არამედ ალბათ უფრო მისი მოთხოვნაც იყო, რომ რუსეთის ინტერესების გასატარებლად სწორედ ეს ფილმი გასულიყო ტელეკომპანია იმედის ეთერში. ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ურტყამს ეს ფილმი, არაფერ შუაში არაა სააკაშვილი, ისაა მხოლოდ ფაქტორად გამოყენებული, თუ სააკაშვილი დამნაშავეა, ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოა დამნაშავე და ყველა ის სამხედრო, რომელმაც ეს „უკანონობა“ ჩაიდინა თურმე ამ ფილმის მიხედვით.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ფილმი კრიტიკულად შეაფასა „მედიაჩეკერმაც“. მედიამონიტორინგის პლატფორმის შეფასებით ფილმში მიჩქმალულია მნიშვნელოვანი ფაქტები და ხდება მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. როგორც მედიაჩეკერი წერს, 20008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი: