
ნაც. მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
ივანიშვილი ცუდადააო-წავიკითხე. ასეა,ადამიანი ყველაფერში საფასურს იხდის. იმდენი უბედურება დათესა,იმდენი ადამიანი მოკლა,გადახვეწა,ციხეში გამოკეტა,გააღატაკა და დააჩაჩანაკა ამ სატანამ,რომ ახლა მხოლოდ იმას ფიქრობს-თავისი მილიარდები და უბადრუკი,მაჩანჩალა არსებობა როგორ დაიცვას და გაიხანგრძლივოს. უეჭველია,რომ ყველაფრის ეშინია-საკუთარი ლანდის,
პუტინის,ამერიკის,ქართველი-მისგან გამწარებული ასეულობით ათასი ადამიანის.
მაგრამ არ იცის,რომ:“ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო,ვერცა კლდოვანი.
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი”…ასეა ეს! ყველანი ოდესღაც მოვკვდებით,მაგრამ ისე არ უნდა იცხოვრო რომ იმაზე მეტს გაეხარდეს შენი სიკვდილი,ვიდრე ეწყინება.როცა შენი ბედნიერება სხვათა უბედურებაზეა აგებული-დიახაც,არ იმსახურებ არც ბედნიერებას და არც სიცოცხლეს.როცა შავი ასოებით შეხვალ შენი (?) სამშობლოს ისტორიის წიგნში და თაობები დაგწყევლიან,ბავშვები კი სკოლაში წაიკითხავენ-რამდენი ბოროტება გაუკეთა ამ კაცმა საქართველოს…
მაგას ისეთი ნერვიულობა მოუწევს 2020-ში,რომ თუ მართლა ნაინსულტარია,ვერც გადაიტანს ახალ სტრესებს. ვერ უშველის ხეების გლეჯვა,ზღვის მიერთება და ცაში თვითმფრინავების აკრძალვა.
საფლავში რომ ვერაფერს ჩაიტანს-ეს თუ იცის?
მაგან მთავარი არ იცის: რომ ყველაზე ჯანმრთელი და სასარგებლო ცხოვრების წესი კეთილი აზრები და სიკეთის კეთებაა. ბოროტ ფიქრებზე დიდი ჯანმრთელობის დამანგრეველი არაფერია!