“ივანიშვილმა 100 მილიონი გადარიცხა ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მაგრამ ბევრად მეტი რომ აქვს ჩვენი ვალი ხომ ახსოვს ნეტა?… მადლობა არა ***” – ზუკა ბერძენიშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ივანიშვილს ქართელი ხალხის ვალი 100 მილიონზე მეტი აქვს, ამიტომ STOPCOV ფონდში თანხის ჩარიცხვის გამო მადლობლები არ უნდა ვიყოთ.
“ივანიშვილმა 100 მილიონი გადარიცხა ვირუსთან ბრძოლის ფონდშიო და დასაწყისისთვის კი კარგია, მაგრამ ბევრად მეტი რომ აქვს ჩვენი ვალი ხომ ახსოვს ნეტა? ფულით რომ ვერც გაგვისტუმრებს ბოლომდე და ამიტომ, რაც მეტი, მით – უკეთესი… აქედან თუ არ ესმის, ერთი სამი ათასიც დაამატოს და ფანჯრიდან შევძახებ ძილში.
მადლობა არა **ე” – წერს ზუკა ბერძენიშვილი.