“ივანიშვილს უნდოდა პროპორციული სისტემა და პირადი ყურის ექიმის წინააღმდეგობა ვერ დაძლია?… თქვენს კაცობას ძაღლის უწმინდურობის ფასი აქვს!” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბიძინა ივანიშვილი გაბედავს და გვეტყვის, რომ თვითონ უნდოდა პროპორციული სისტემა, ყველაფერი გააკეთა მის დასამკვიდრებლად, მაგრამ პირადი ფოსტალიონისა და ყურის ექიმის წინააღმდეგობა ვერ დაძლია ??? გაბედავს და გვეტყვის, რომ მათი დანამუსება, იძულება და შანტაჟი ვერ ვიკადრე, სულით დემოკრატი ვარო ???
არავინ დაიჯერებს 1002 ღამის სიზმარს!
ვინც ხელი მოაწერა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას და დღეს ამბობს, რომ პოზიცია შეიცვალა – ყველანი უღირსი ხალხი ხართ და თქვენც და თქვენს სიტყვასაც, თქვენს კაცობასაც ძაღლის უწმინდურობის ფასი აქვს!
პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს! არაულობისა და დესტაბილიზაციისთვის მორიგი საბაბი მიეცემა და მისი წახალისების ავტორები იქნებით თქვენ, უსაქმური, საკუთარ ამბიციებზე შერყეული მაჟორიტარები!