“იმაზე არ ფიქრობენ, რომ წელიწადნახევარში აღარ იქნებიან და მერე ხელის ჩამორთმევა შერცხვება ხალხს ამათთვის?!” – ცოტნე გამსახურდია

პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჯანდაბას ჩემი ამქვეყნად დაბადების დღე, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ამქვეყნად არ არსებობს რაიმე – ძალაუფლება, მდგომარეობა, სიმდიდრე, საჭმელ-სასმელი თუ სხვა – რაც ასეთ რამეს მათქმევინებს…
ეს ჩემისები, ამდენი რამე ვნახეთ, იმაზე არ ფიქრობენ, რომ წელიწადნახევარში აღარ იქნებიან და მერე ხელის ჩამორთმევა შერცხვება ხალხს ამათთვის?!
“თუ ვართ სამართლიანები, პირველი დავიწყოთ იმით, რომ არა ის შტურმი 2 საათზე მეტი დროის, არაფერი არ მოხდებოდა, ეს ადამიანები იდგებოდნენ რამდენი ხანიც უნდოდათ და დაიშლებოდა სახლში. მე აქედან ვუყურებდი მოვლენებს და მინდა, გითხრათ, გიორგი გახარიას უწყებამ, ჩვენ პარლამენტი და დეპუტატები დაიცვა ძალიან დიდი საფრთხისგან. აღიარა კაცმა, რომ სადაც მოხდა გადაცდომა და ამის ნიშნები იკვეთება, 10-ს შეუწყდა უფლებამოსილება და 2-ზე იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული, ამიტომ ამას სჭირდება გონივრული დრო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პასუხები გაეცემა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.