“იმასაც ვერ მიხვდა,რომ კოლეგად წოდებით ფაქტობრივად აღიარა ე.წ სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იქნებ აუხსნათ ამ ქემოკლიძეს,რომ ცხინვალელი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები მისი კოლეგები კი არა სისხლის სამართლის დამნაშავენი არიან. იმასაც ვერ მიხვდა,რომ კოლეგად წოდებით ფაქტობრივად აღიარა ე.წ სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა და რუს ოკუპანტთა ლეგიტიმურობა გაითანაბრა რა სტატუტარულად სახედაკარგული ავაზაკები.ბოლოს და ბოლოს უშიშროების საბჭოს წარმოადგენს კაცი და ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.