“იმერეთში წელს 30 სკოლა პირველკლასელების გარეშე დარჩა. ეს ამბავი ბევრს ტრაგედიად მიაჩნია, სინამდვილესი სასიხარულო მოვლენაა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სტატია შემხვდა, იმერეთში წელს 30 სკოლა პირველკლასელების გარეშე დარჩაო. ეს ამაბვი ბევრს ტრაგედიად მიაჩნია, სოფლები იცლება და რა გვეშველებაო. სინამდვილესი მხოლოდ სასიხარულო მოვლენაა. გამოდით ამ კომუნისტებისდროინდელი აზროვნებიდან. რაც ნაკლები ადამიანი იცხოვრებს სოფლად და მეტი ქალაქად, მით მეტად განვითარებული ქყევანა ვიქნებით. ქვეყანა უფრო წინ წავა. უფრო განათლებული და პროგრესული თაობა გვეყოლება, რადგან სოფელში ახლააგზრდების განვითარებისთვის, მათი აზროვნების თანამედროვე რელსებზეგადასასვლელად გაცილებით უარესი პირობებეია, ვიდრე ქალქში. და რაც უნდა პარადოქსულად ჟრერდეს, სოფელიც კი უფრო განვითარდება, თუ იქ ცოტა ადმაინი იცხოვრებს, რადგან ერთ ადამიაანს მეტი მიწა შეხვდება და ფერმერობას აზრი მიეცემა. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ცხოვრობს მოსახლოების 50 პროცენტი სოფლად, როგორც ეს ჩვენთანაა. სანამ ეს რიცხვი საგრძნობლად არ შემცირდება არაფერი გვეშელება!
P. S. აქ მხოლოდ ცხოვრებაზეც არაა საქმე. საოფლის მეუბრნეობაში მოსახლოების რა წილია დასაქმებული? აგერ ქვემოთ კომენტარებში გიორგი მშვენეირაძემ დაწერა და აქ ამოვიტან: „ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ზე ნაკლებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი საერთო სიმდიდრის 10% ქმნის ჩვენი მოქალაქების 53%, ხოლო დანარჩენ 90%-ს – 47%.“