ინციდენტი ზუგდიდის 87-ე უბანთან – ქალს იარაღი დაუმიზნეს და შემდეგ ჰაერში გაისროლეს

ზუგდიდის 87-ე უბანთან ინციდენტი მოხდა, უბნის თავმჯდომარის ჟანა ყურუას განცხადებით, მათთან შევიდა ქალი, რომელიც აღელვებულ მდგომარეობაში იყო და განუცხადა, რომ მას უცნობმა პირმა იარაღი დაუმიზნა შემდეგ კი ჰაერში გაისროლა, ყურუას თქმით მას სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა თავადაც ადასტურებს რომ გარკვეული ხმა გაიგო, რომელიც ე.წ „ხლაპუშკის“ ხმას მიამგვანა