ირაკლი ღლონტი ოპოზიციას აფრთხილებს – “ფრთხილად მეგობრებო ფრთხილად, ნუ ჩაყვებით საფლავში ცხედარს! გირჩევთ ერთად გავხდეთ მესაფლავეები, არ მინდა თქვენს დაკრძალვაშიც ვმონაწილეობდე”

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვვარაუდობ, რომ გაკოტრებული პარტიების გარდა, პულსაცია ჯერ კიდევ რომ ესინჯებათ ის პარტიებიც ჩააფიქრა ხელისუფლების მზაკვრულმა სტრატეგიამ პარლამენტში შეღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ფრთხილად მეგობრებო ფრთხილად, ყოველგვარი სიმულაცია და მანიპულაცია დებს შედეგს ხოლმე, მაგრამ არა მაშინ, როცა მთელი ერის წინაშე გაშიშვლებულია ხელისუფლება და რომ არა ინერციის ძალა, საბოლოოდ ამოიხროტინებდა არჩევნებამდეც.
ფრთხილად მეგობრებო ფრთხილად, ნუ ჩაყვებით საფლავში ცხედარს ! გირჩევთ ერთად გავხდეთ მესაფლავეები, არ მინდა თქვენს დაკრძალვაშიც ვმონაწილეობდე, იქნებ იფრთხილოთ, ქვეყანა გვაქვს ასაშნებელ-დასამშვენებელი !