“ისევ ჩვენ ვიცავთ სამოქალაქო პასუხოსმგებლობას და ისინი ისევ ვერ გაჩერდებიან სახლში, კაი რა…” – სტეფანე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მთვრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და ხალხი მაინც არ დაიშლის ქუჩაში სიარულს.
“ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა , ვისაც მაგრა კიდია ეხლა ეს ყველაფერი. და აქამდეც მაგრა ეკიდა.
ისევ ჩვენ ვიცავთ სამოქალაქო პასუხოსმგებლობას და ისინი ისევ ვერ გაჩერდებიან სახლში და კაი რა რა კორონა, ხელოვნურია ეს ყველაფერი – ესე გვეტყვიან. ხველებით მოკვდებიან და მოდი უნდა გაკოცოო, მაინც ესე დაამთავრებენ შეხვედრას. იქამდე მოასწრებენ და ჩაგეხუტებიან. მერე მეგობრებთან წავლენ და მაგარ დროს გაატარებენ , სანამ ჩვენ სახლში ვზივართ 🙂სულ ის ისტორია მახსენდება, გერმანიაში რომ საცობში ქართველები იყვნენ და სათადარიგო, სასწრაფოს გზაზე გადავიდნენ – რა გოიმები არიან ეს გერმანელებიო…” -წერს სტეფანე მღებრიშვილი.