“ისეთ კრეატიულ მეპურეს გადავაწყდი კახა კალაძეს შეშურდებოდა… ვინმე ღვთისნიერმა მიაწოდეთ ეს ფოტოები”

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ქალაქში დღეს დაყენებულ ამობრუნებულ მანქანებზე გამახსენდა.
შარშანწინ სან ტროპეში პურის საყიდლად გამოვედი და ისეთ კრეატიულ მეპურეს გადავაწყდი, რომ ჩვენი ქალაქის თავს ნოშრევანს, იგივე კახა კალაძეს შეშურდებოდა მისი კრეატიულობა და ნამდვილად დაესესხებოდა.
მას, როგორც ექსტრავაგანტულ ნოვატორს ვინმე ღვთისნიერმა მიაწოდეთ ეს ფოტოები, რომ მერიის სასადილოში დანერგოს ამგვარი პურის იდეა.

