“ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ჩვენ სახელითა უფლისათა” – გიგი უგულავა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას 2020 წლის არჩევნების ჩაშლის იდეა აქვს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით 45 დღის ვადაში ჩაინიშნება განმეორებითი არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით გაიმართება. უგულავამ ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა
“აბსოლუტურად არაძალადობრივად, როგორც ეს აქციები მიდის. ერთადერთი წმინდა მიზნისთვის. თუ ჩვენ ეს თავსმოხვეული ძალადობრივი უსამართლო არჩევნეი მოხდა ისე რომ გამოცხადდა ჩაშლილად, 45 დღეში, კონსტიტუციის მიხედვით იმართება პროპორციული სამართლიანი არჩევნები, რომ არა ეს გარემოება შეიძლება ამასეც არ მეფიქრა.
ეს არის გრძელვადიანი იდეა, რომელიც აქედან 1 წელიწადს გულისხმობს. ამას გავაჟღერებ ჩემს კოლეგებთან. ახლა მთავარია ვფოკუსირდეთ დღევანდელ დღეზე. დღევანდელ აქციებზე. ვხედავთ რა დღეშია ივანიშვილი. პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ გარდა იმისა რაც მათ კანონით ევალებათ. კრიმინალმა შეჭამა, ტილივით მომრავლდა ქვეყანაში. ასობით პოლიციელი უბრალოდ უსაქმურობს, სემიჩკას ჭამს იმიტომ რომ ასეთი იდიოტური დავალება აქვთ. იტაცებენ ადამიანებს, იტაცებენ გასათბობ საშუალებებს, “ისინი ეტლებითა და ჰუნებითა ჩვენ სახელითა უფლისათა” [ძვ. აღთქმა].რაც არ უნდა გააკეთოთ მაინც წააგებთ, რადგან ეს არის ხალხის ნება”, – განაცხადა უგულავამ
წყარო: ipress.ge