“ის,რასაც ვერ აგვარებს ივანიშვილი, აგვარებს გახარია! და ის,რასაც ვერ აგვარებს ივანიშვილი და გახარია, ეხმარება ბოკერია…” – ლაშა ცუცქირიძე

მოქალაქე ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“სახალხო ლიდერი დიღმელა” ეწინააღმდეგება პოლიტიკოსების ჩარევას ამ აქციაში, ეტყობა ბესელია, მარგველაშვილი და დანარჩენი სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან და მათი ამაზრზენი პოლიტიკური წარსული მხოლოდ ჩემი ქვეცნობიერიდან ამოწეული ფანტაზიაა და ვერაგი ღამის კოშმარი!
უკვე ცხადზე ცხადია დღეს ვინ მართავს რუსთაველზე პროცესებს!
შეიძლება ჩემი პოლიტიკური მომავლისთვის ეს სტატუსი არ არის რეკომენდირებული, თუმცა ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველანაირ კარიერულ წინსვლას თუ ის ღალატის, ორპირობის და “კრისობის” საშუალებით არის მიღწეული!
ამდენი წლის მანძილზე არასდროს შევხებივარ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელშიც ბევრი მეგობარი და ღირსეული ადამიანია მყავს, მაგრამ ეხლა იძულებული ვარ ვთქვა ჩემი პოზიცია!
ბოკერია-გახარია-ივანიშვილის ტრიო ნამდვილად უარტერნატივო მარაზმია რაც კი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ სარბიელზე ოდესმე ყოფილა!
ის,რასაც ვერ აგვარებს ივანიშვილი, აგვარებს გახარია!
და ის,რასაც ვერ აგვარებს ივანიშვილი და გახარია, ეხმარება ბოკერია!
სიმართლე მწარეა, თუმცა აუცილებელი!
ამ სტატუსის შემდეგ ვფიქრობ საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ დავაყენე საკუთარი პოლიტიკური მომავალი და შესაძლოა,ფიზიკური თავისუფლებაც, მაგრამ სადაც ვიწროა, დაე იქ გაწყდეს!