“ისტორიას ორი წერილი შემორჩება— წმინდა წერილი და გახარიას წერილი”-შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ისტორიას ორი წერილი შემორჩება——წმინდა წერილი და გახარიას წერილი.
შეგახსენებთ რომ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება. ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. კურიერის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია.