“ის, რაც დღეს ვიხილე პარლამენტში, იყო ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ჩემთვის” – ხათუნა ჟორდანია

ქართული ოცნების მხარდამჭერი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ის, რაც დღეს ვიხილე პარლამენტში, იყო ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ჩემთვის და მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. დაუშვებელია იმ დარბაზში, რომელშიც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სხდომა მიჰყავდეს ოკუპანთა შორის ყველაზე ექსტრემისტულად განწყობილ დეპუტატს. მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რუსეთი ოკუპანტია!
P.S. ძალიან გულუბრყვილო ვარ, შეიძლება🤷♀️,
მაგრამ, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი, მიზანმიმართული პროვოკაციაა, ერთი მცირე ჯგუფის მიერ , დანარჩენი პარლამენტარების და მთავრობის მიმართ!