“ის, ჩვენი კალათბურთელი რომ გაიქცა რუსეთში… მოღალატე ქვეყნის” – გუბაზ სანიკიძე შენგელიაზე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე კალათბურთელ შენგელიას მოსკოვის ცსკ-ში გადასვლას ეხმაურება.
“ის ჩვენი კალათბურთელი რომ გაიქცა რუსეთში, მოღალატე ქვეყნის, პოლიტიკა არ არისო სპორტზე უფრო პოლიტიკა არაფერი არაა. სპორტია ნომერ პირველი პოლიტიკა, ამას დამტკიცება არ სჭირდება. სპორტით განისაზღვრება დღეს სახელმწიფოთა ურთიერთობები. კაცი წავიდა რუსეთის საოკუპაციო არმიის კლუბში. ამიტომ მეშინია, ვფიქრობ, არ მივეჩვიოთ მონობას” – განაცხადა სანიკიძემ.