“იტალიის მთავრობაც კი საუკეთესოდ მოსჩანს იმ ბანდის ფონზე,რომელიც საქართველოს თავზე მოაჯდა”-მაია ორჯონიკიძე

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იტალიის მთავრობაც კი,ევროკავშირის საზომებით საკმაოდ კორუმპირებული- საუკეთესოდ მოსჩანს იმ ბანდის ფონზე,რომელიც საქართველოს თავზე მოაჯდა,ბოლო სისხლის წვეთს სწოვს და რატომღაც მთავრობა ჰქვია!
“დაცლის საფრთხის ქვეშ მყოფი იტალიური სოფლებისთვის ახალი წახალისება დააწესეს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ახალი ხალხის მოზიდვისთვის. მათ შორის, ახალმოსახლისთვის პრემია 9000 ევრო თავდაპირველად და ბავშვის დახმარება 1000 ევროზე მეტი.
იტალიის ბონუსი აღარ არის შეზღუდული სახლებზე, რომლებიც 1 ევროდ იყიდება სიცილიის ქალაქ სამბუკში. მაგალითად, პატარა ალპური სოფლის ლოკანას მერი, პემონტეში, ჯოვანი ბრუნო მატე, მზად არის, 9000 ევრო გადაუხადოს სამი წლის განმავლობაში თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და ყვავილებით მორთულ საძოვრებზე გადასახლების მსურველ ოჯახებს. თუმცა, იმ პირობით, რომ ოჯახს ბავშვი უნდა ჰყავდეს და მინიმუმ 6000 ევრო უნდა მიეცეთ თვეში. – იუწყება LocalNews8. უფრო მეტიც, შეთავაზება ვრცელდება უცხოელებზეც, რომლებიც მზად არიან თავისუფლად გადაადგილდნენ ან დაიწყონ ბიზნესი სოფელში”.