იუსტიციის სამინისტრომ დეკანოზი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეოიბის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე საპატრიარქოს უარი განუცხადა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში” – იუსტიციის სამინისტროს წერილიდან
დეკანოზ, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საპტრიარქომ ხელახლა მიმართა კითხვით იუსტიის სამინისტროს და სახალხო დამცველს, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი ზღუდავს მათ, რათა მოგვაწოდონ ექსპერტთა დასკვნები. პასუხში აღნისშულია, რომ ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ თავად დეკანოზისაგან წერილობითი თანხმობა.
ამჟამად ველოდებით დეკანოზის მხრიდან აღნიშნულ თანხმობას, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ობიექტური და დასაბუთებული სურათის შექმნა

