“იცით, რატომ ჰყავთ დღესაც ნაცებს ამდენი კბილებდალესილი მხარდამჭერი?!…იციან თავისიანი და სხვისი”

ქართული ოცნების მხარდამჭერი ნინო ჭიღიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გუშინ დიდხანს მელაპარაკა უკიდურესობამდე ნაწყენი მეგობარი ქალბატონი( ვინაობას მისი სურვილით არ ვასახელებ).
ქალბატონს საქმე ჰქონდა მერიის არქიტექტურის სამსახურთან_ჯერ ხომ ორი თვე ელოდა წარმომადგენელთან შეხვედრას, ორი დღის წინ შეხვდა და უზომოდ გულნატკენი წამოვიდა. უნდოდა თავისი სახსრებით ნახევარსარდაფის ტიპის ნაგებობაში ჩასასვლელი კიბე მეორე მხარეს შემოეტრიალებინა და სასტიკ და უარგუმენტო აკრძალვას წააწყდა!
_ხელი არ ახლით !
აი, ასეთი მკაცრი იყო გაფრთხილება, მაშინ როდესაც იქვე მეზობელს მერიის კუთვნილ წითელ ზოლში ტალავერი აქვს გადაჭიმული!იცით, რატომ ჰყავთ დღესაც ნაცებს ამდენი კბილებდალესილი მხარდამჭერი?!
იმათ ყოველთვის იცოდნენ და დღესაც იციან თავისიანი და სხვისი და თავისიანებს ყველანაირად უწყობდნენ და უწყობენ ხელს!
ეს ქალბატონი ოცნებაზე გადაყოლილი , მათი საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრი და ისე მიიღეს მერიაში_ვინა ხარ, ვის დაჰკარგვიხარო და შეურაცხყოფილი , გულნატკენი და ნაწყენი დაბრუნდა სახლში!
რისი იმედი გაქვთ?!აი, კიდევ ერთი დიდი მიზეზი_რატომ ჰკარგავს ოცნება არა ამომრჩეველს, არამედ ერთგულებს და რატომ ძლიერდება მმართველი ძალის მიერ ასეთი არასწორი პოლიტიკის შედეგად ნაცსექტა.
დალოცვილებო, მოსმენა რა არის, საფუძვლიანი მოსმენა მაინც ასწავლეთ თქვენ მოხელეებს!
თანადგომას ვინ ჩივის!