“კადრებით დაშანტაჟება-ბულინგის გამო რომ გამოვექომაგეთ, იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელების ციხიდან გამოყრას ვინმე დაუვიწყებს ეკა ბესელიას” – ეკა წამალაშვილი

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟება-ბულინგის გამო რომ გამოვექომაგეთ, იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელების ციხიდან გამოყრას ვინმე დაუვიწყებს ეკა ბესელიას, ან დანარჩენებს. ამას წინათ იჯდა და უტიფრად ამართლებდა რუსი ჯაშუშების “პოლიტპატიმართა” სიაში შეყვანას.
უკრაინაში მოკულულ შოთა ჭიჭიაშვილზეა ესპანელი ბიზნესმენების გატაცება, პიტერ შოუს გატაცება, პეტრე ცისკარიშვილის გატაცება, მუხროვანის ამბოხში მონაწილეობა, ეს არასრული ჩამონათვალია. ამ ძალიან საშიშმა პირმა ქოცების დიდი ამნისტიით დატოვა ციხე 2013 წელს.