(ვიდეო)”კადრებში ნახავთ რა დღეში აგდებენ პატიმრები ბადრაგს და ციხის სხვა თანამშრომლებს” – ნიკა მელია ვიდეოს აქვეყნებს, უმძიმესი კადრები ციხიდან
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეს კადრები თავად იუსტიციოს სამინისტრომ გაავრცელა თავის სამართლებლად – აი, ამიტომ არ ვაძლევთ ბადრაგების გარეშე პატიმრებთან შეხვედრის უფლებასო.
ეს მას ჰგონია, რომ თავი იმართლა, რეალურად კი თავად ახადა ფარდა სისტემაში არსებულ უმძიმეს ვითარებას.
კადრებში ნახავთ რა დღეში აგდებენ პატიმრები ბადრაგს, ციხის სხვა თანამშრომლებს და დიდი მიხვედრა არ ჭირდება იმას, ეს პატიმრები, ციხის თანამშრომლებს რომ ამას უბედავენ, რას უზამენ, რა ჯოჯოხეთში ამყოფებენ სხვა პატიმრებს და ვინ დაიცავს პატიმრებს მათგან? ასეთ მძიმე დღეში ჩაგდებული, შეშინებული ციხის თანამშრომლები?” – ნიკა მელია