“კალაძემ აიხდინა საკუთარი ბავშვობის ოცნება, ჯავრი იყარა წიგნებზე და თბილისის მასშტაბით გააუქმა აბსოლუტურად ყველა ბიბლიოთეკა”

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში კახი კალაძის განცხადებას პასუხობს:
კალაძემ აიხდინა საკუთარი ბავშვობის ოცნება, ჯავრი იყარა წიგნებზე და თბილისის მასშტაბით გააუქმა აბსოლუტურად ყველა ბიბლიოთეკა. შესაბამისად, ბიბლიოთეკარები დატოვა უმუშევარი. კალაძეს და მისნაირი უწიგნურებს უნდა მიუსაჯო კარცერ ლუქსი და აიძულო , რომ წიგნი წაიკითხონ, რომ მიხვდნენ ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობას. ეს არის ანტი სოციალური, ანტი საგანმანათლებლო გადაწყვეტილება