“კალაძემ წელს თავისი პროვინციული ხამობით და სნობიზმით ყველა რეკორდი მოხსნა” – მამა ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
კალაძემ წელს თავისი მეშჩანიზმით, პროვინციული ხამობით და სნობიზმით ყველა რეკორდი მოხსნა და ქალაქში, სადაც მოხუცები და ბავშვები ნაგვის ურნებში ეძებენ “საჭმელს”, მილიონიანი ნაძვის ხე აღმართა, რა არის ეს თუ არა ამაზრზენი სულმდამბლობა და ქაჯობა?! რაში იყრება მილიონები?! მისი ახირებებსა და პატივმოყვარულ ამბიციებში??? დიდი აკაკის ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ფურთხის ღირსიც არ ყოფილხარ შენ, კახა კალაძევ, მდაბიო მილიონერო და უსულგულო ცინიკოსო სნობო…
p.s. ცნობილი მოარული ამბავია, როდესაც მოშიმშილე ღატაკი პარიზელები აჯანყდნენ, მიზეზი იკითხრა დედოფალმა მარია ანტუანეტამ. როდესაც უპასუხეს, რომ პური არ აქვთ და შიმშილობენო, გართობით და ფუქსავატობით ცნობილმა დედოფალმა ბრიყვულად უპასუხა, მაშ ფუნთუშები ჭამონო. არ იცოდა და არ ესმოდა ხალხის გაჭირვება. მისი ბოლო კი ის იყო, რომ მასაც და მის ქმარსაც თავები დააყრევინეს გილიოტინაზე. საინტერესოა, ქართველების მონითმინების საზღვარი სადამდე გასტანს.